როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

დღეიდან, საქართველოში გამოიდარებს და კვირის ბოლომდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +16, +21, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. დღეს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +14, +16 გრადუსია მოსალოდნელი.