როგორია ხალხის “პოლიტიკური განწყობა” საქართველოში? – NDI-ს პირველი კვლევა არჩევნების შემდეგ

{{ARTICLEIMAGE}}

ეროვნულ დემოკტარიული ინსტიტუტი NDI მიმდინარე წელს კვლევის შედეგების გამოქვეყნებას აღარ გეგმავს, თუმცა ორგანიზაციამ მომავალი პრეზენტაციისთვის მუშაობა უკვე დაიწყო. 

newsreport.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი ახალი კვლევის შედეგებს მედიას 2019 წლის იანვრის ბოლოს წარუდგენს და თემატიკის დიდი ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებას ასახავს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კვლევაში ასევე იქნება კითხვები საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. NDI-ში იმასაც აცხადებენ, რომ მოსახლეობის აზრის ასახვისთვის სამუშაოები ორგანიზაციამ არჩევნების დასრულებიდან, (რა თქმა უნდა, მეორე ტურის ჩათვლით) 10 დღის შემდეგ დაიწყო.

2018 წლის ბოლო კვლევა ორგანიზაციამ 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში ჩაატარა, საქართველოს მასშტაბით 2,409 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.

ცნობისათვის, ორგანიზაციის ვებგვერდის თანახმად, NDI არის “არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დემოკრატებთან მსოფლიოს ყველა რეგიონში, რომ გააძლიეროს პოლიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციები, ხელი შეუწყოს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მთავრობის ანგარიშვალდებულებას”.