როგორია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა-ექიმის კომენტარი

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის  დამაკმაყოფილებელია, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ექიმის ინფორმაციით, პატრიარქს ვირუსული ინფექცია აქვს.

„ვირუსული ინფექციის შემდგომ, პროცესი ერთ-ორ დღეში ყოველგვარი დამატებითი სამედიცინო მედიკამენტების, ან დამატებითი სამედიცინო ჩარევის გარეშე სრულიად ჩამთავრდება. ერთი დღე ჰქონდა ცხელება და იმის მერე ჰქონდა ის მოვლენები, რაც ახასიათებს ვირუსულ ინფექციას. სრული რეაბილიტაციისთვის კი რამდენიმე დღე სჭირდება“, – განაცხადა ცისანა შარტავამ.

შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გუშინ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო.