რომ მცოდნოდა ასე დამთავრდებოდა, სულ დაეწვათ ეს სკოლა, პატრულს არ გამოვიძახებდი-ამის შესახებ ჟურნალისტებს “მწვანე სკოლის” დირექტორმა კახა დავითურმა განუცხადა.
მისივე თქმით, გარდაცვლილი მოზარდის მეგობრების ემოციური მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.
“ვადასტურებ იმას, რომ მისი კლასელების მდგომარეობა იყო და არის ძალიან რთული. მოსწავლეები განიცდიან ამ ამბავს, ლუკა იყო მათი მეგობარი და ისევე, როგორც ჩვენთვის, მათთვის არის მძიმე. ყველა მოსწავლის შესახებ, მათი სულიერი მდგომარეობის შესახებ, სკოლის ფსიქოლოგის სამსახური საქმის კურსშია,
112-ში დავრეკეთ, როდესაც ჩვენ ვნახეთ დაზიანებული სკოლა და უცხო ადამიანი სკოლის ტერიტორიაზე შემოსული, ვალდებულება გვქონდა პატრულისთვის დაგვერეკა. მე რომ მცოდნოდა ასე დამთავრდებოდა ეს ამბავი, სულ დაეწვათ ეს სკოლა, არ გამოვიძახებდი პატრულს, მაგრამ მე არ მინდა დემონიზება იმის, რომ რაღაც ინციდენტის შედეგად ჩვენ არ გამოვუძახოთ 112-ს“,- განაცხადა სკოლის დირექტორმა.