2018 წელს საქართველოში ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობების რაოდენობა 14.1 პროცენტით გაიზარდა, – ინფორმაციას დაავადებათა სტატისტიკის შესახებ „საქსტატი“ ავრცელებს.
საქსტატის ცნობით, გაიზარდა ასევე შემდეგი დაავადებების რაოდენობა: სიმსივნეების – 10.3 პროცენტით, საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობების – 30.7 პროცენტით, კანისა და კანქვეშა ქსოვილის ავადმყოფობების – 5.6 პროცენტით, ძვალ-სახსართა სისტემის და შემაერთებელი ქსოვილების ავადმყოფობების – 5.6 პროცენტით, შარდ-სასქესო სისტემის ავადმყოფობების – 3.8 პროცენტით, ორსულობის, მშობიარობის და ლოგინობის ხანის – 14.1 პროცენტით, პერინატალურ (მშობიარობის) პერიოდში წარმოშობილი ცალკეული მდგომარეობის – 57.2 პროცენტით, თანდაყოლილი ანომალიების- 7.4 პროცენტით, ხოლო ტრავმები, მოწამვლები და გარეშე მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგები გაზრდილია 53.5 პროცენტით.
მონაცემების მიხედვით, მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია სუნთქვის ორგანოების (დაავადებათა 32%), საჭმლის მომნელებელი სისტემისა (17 %) და სისხლის მიმოქცევის სისტემის (8 %) ავადმყოფობები.