მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში მსოფლიოში ცნობილ, ქართველ საოპერო მომღერალს ანიტა რაჭველიშვილს დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ მისგან განსხვავებით ის მთავრობისგან დაფინანსებას არ ითხოვს, მიუხედავად იმისა, რომ ნიჭიერია. მან ასევე განაცხადა, რომ ანიტა რაჭველიშვილის არც ერთ ნამღერს პროტესტის ნიშნად ტაშს არ დაუკრავს.
“არ ვიცოდი, რომ ასეთი უზრდელია ეს ჩვენი ანიტა რაჭველიშვილი.
caption ჩაასწორა და ელემენტარულად ჩემ ადამიანურ კომენტარზე ფსიქოზი დაემართა.
არა ბატონო, ერთხელ თამარ ივერის ისტერიკებს ვუთმინე Bollywoodის გადაღებაზე თბილისში და ახლა ამის ბულინგს რატომ უნდა ვუთმინო? ის კომეტარები მის კედელზე ჩემზე,ნორმალურია? იურისტის “მუქარაზე” გამეცინა, თვითონ არღვევს ადამიანის უფლებებს და ვერც ხვდება ამდენს
ქართველი “სელებრითი” და უზრდელობა სინონიმია?
რომელ “ნიჭიერ”ზე ნაკლები ნიჭიერი მე ვარ? ერთი სხვაობაა- მთავრობა არ მაფინასებდა არასოდეს არაფერში და არ მიმათხოვრია ფული, თქვენი ივერების, რაჭველიშვილების და სხვათა და სხვათაგან გასხვავებით, სია დიდია.
ჩემი ბრალია მე დავისვი თავზე, ფასს არ ვიდებ.
ამისი გამიკვირდა, ნაცი თურმე დიაგნოზია, გინდ მეტ ოპერაში იმღერე, გინდ ლა სკალაში და სადაც გინდა….
არ წავალ ამის ნამღერ არც ერთ ოპერაზე, დოლარს არ გადავიხდი არც აპლოდისმენტს გავიმეტებ”-წერს შაფათავა.
დაპირისპირება სოციალურ ქსელში განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებებს მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ მსახიობმა იუნა შაფათავამ შინაგან საქმეთა მინისტრ გახარია მხარდაჭერა ნიუ იორკიდან გამოუცხადა. ვიდეოზე რომელიც სანაპიროზეა ჩაწერილი შაფათავა გახარიას უმღერის და სთხოვს არ წავიდეს, რადგან მისი აზრით მინისტრმა “ნაცები“ უნდა დაამარცხოს.