ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს თითო ბუნებრივი ქვა მიესადაგება. ქვები ზეგავლენას ახდენს ადამიანის აურასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც კი. ბუნებრივ ქვას შეუძლია დადებითი ან უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის ხასიათზე, აურასა და ჰანწყობაზე. ამიტომ ზოდიაქოს ნიშმების გათვალისწინებით დიდი ბრიტანეთის იუველირთა ასოციაციამ შეადგინა რეკომენდაციები, რომელთა მიხედვითაც შეძლებთ თქვენთვის შესაფერისი ქვის პოვნას.
ძოწი
იანვარში დაბადებულ ადამიანებს საუკეთესოდ მიესადაგება ძოწი. მისი ტარება რეკომენდებულია იმ ადამიანებისათვის, ვინც გადაღლილია ან დეპრესიაშია. თუმცა არ არის სასურველი ატაროთ ეს ქვა, თუ თქვენ სიმშვიდე გჭირდებათ. ეს ქვა უფრო მეტად აგაფორიაქებთ, რადგან ის აღვიძებს მგრძნობელობას და ვნებას. ძოწის ქვა შეგმატებთ სიმხნევეს, ცხოვრების ხალისსა და ოპტიმიზმს. დაგიცავთ ავი თვალისგან.
ამეთვისტო
თუ თქვენ თებერვალში დაიბადეთ თქვენი თილისმაა ამეთვისტო. ის ცნობილია, როგორც “სულიერი” ან “დალოცვილი” ქვა. ამეთვისტოს გამუდმებული ტარება დაგეხმარებათ სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში, თქვენ გამოგიმუშავდებათ წონასწორობა და ჰარმონია. იგი დაგეხმარებათ ძველი, უიღბლო სიყვარულის დავიწყებაში და ახალი ჰარმონიული ურთიერთობების აწყობაში.
ოპალი
ეს ქვა ზედგამოჭრილია მარტის თვეში დაბადებულთათვის. ოპალს გააჩნია წყლის მაცოცხლებელი ენერგეტიკა და წსაოცარი ფერები. არსებობს სხვადასხვა ფერის ოპალი შავი, თეთრი და ცისფერი. დადგენილია, რომ ოპალის ქვას შეუძლია ფერის ცვლილება: თუ იგი გაღიავდა – კარგი ამბავი მოხდება, ხოლო თუ გამუქდა – ცუდს უნდა ელოდოთ. ოპალი ეხმარება ურთიერთგაგებას და მეგობრული და ნათესაური კავშირების გამყარებას.
ალმასი
აპრილში დაბადაბულებს ურჩევენ ატარონ ალმასი. ალმასი ადამიანს აძლევს განსაკუთრებულ ენერგიას. მატებს გამბედაობას. ამ ქვას გამაახალგაზრდავებელი თვისებაც აქვს, ანელებს დაბერების პროცესს, ახანგრძლივებს სიცოცხლეს და აძლიერებს იმუნიტეტს. იგი – ერთ-ერთი მფარველია დედობისა, დადებითად მოქმედებს ქალის რეპროდუქტიულ სისტემაზე და მამაკაცის სექსუალურ პოტენციაზე, აახალგაზრდავებს ორგანიზმს. ალმასი დაგეხმარებათ გონიერების შენარჩუნებაში, გაგიძლიერებთ აბსტრაქტულ აზროვნებას, სულიერ განვითარებას.
ზურმუხტი
თუ მაისში დაიბადეთ, თქვენი თილისმა ზურმუხტი შეიძლება იყოს – ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ძლიერი ძვირფასი ქვა. ამ ულამაზეს მწვანე ქვას ბედნიერების თილისმასაც უწოდებენ. ზურმუხტი დაგიცავთ ნეგატიურისგან, მოგანიჭებთ სიხარულს. ზურმუხტს აქვს სამკურნალო ეფექტი.აუმჯობესებს მხედველობას, ამაგრებს გულს.
მარგალიტი
მარგალიტი თილისმაა ივნისში დაბადებულთათვის. ზოგადად კი ქალურ ქვად ითვლება. იგი სიწმინდის, სულიერი სისუფთავის, ერთგულებისა და წმინდა სიყვარულის სიმბოლოა, აძლიერებს ცოლ-ქმრულ ურთიერთობებს და იცავს მელანქოლიისაგან. მარგალიტი შეიძლება იქცეს ადამიანის ჯანმრთელობის ან ხასიათის ბარომეტრად. ქვის გამუქება ასევე შეიძლება იყოს ჯანმრთელობის პრობლემების მანიშნებელი.
ლალი
ივლისში დაბადებულებს ურჩევენ, ატარონ ლალი- ძალაუფლების, სიძლიერის და ცეცხლის სიმბოლო. ზოგადად კი ლალი ლიდერების ქვაა. მშვიდ, მორცხვ ადამიანებს თავდაჯერებას მიანიჭებს. ლალი დაგიცავთ ავი თვალისაგან და აღგიდგენთ დახარჯულ ძალებს.
ქრიზოლითი
ეს ქვა თილისმას წარმოადგენს აგვისტოში დაბადებულთათვის. ის დაგიცავთ საშიშროებებისაგან და ღამის კოშმარებისგან. ეს ქვა დადებითაც მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. დაგეხმარებათ სიტუაციის განმუხტვაში და კონფლიქტების არიდებაში, ხელს უწყობს მეგობრობას და ოჯახურ ბედნიერებას.
საფირონი
ეს ქვა საუკეთესო თილისმაა მათთვის, ვინც სექტემბერში დაიბადა. იგი “ბრძენების” ქვაა და კეთილშობილების სიმბოლოა, რომელიც კოსმოსის ძლიერ ენერგიას ასხივებს. იგი აძლიერებეს გონიერებას და ადამიანს უბიძგებს მორალური და სულიერი სიწმინდისაკენ. საფირონი ავითარებს მეხსიერებას, აღვიძებს შეცნობის სურვილს და იწვევს შემოქმედებით შთაგონებას. საფირონი თავის მფლობელს დაიცავს ჭორებისა და შიშისაგან, დაიცავს მოგზაურობების დროს. მაგრამ იგი ძლიერ პიროვნებებსა და ალტრუისტებს ეხმარება, ეგოისტებს კი სარგებლობას არ მოუტანს.
აქვამარინი
აქვამარინი თილისმად გამოადგება ოქტომბრის თვეში დაბადებულებს. აქვამარინი დადებითად მომქმედებს გონებრივ შესაძლებლობებზე, კარგად მოქმედებს სიზარმაცეზე და ხელს უწყობს მეხსიერებისა და ორატორული ხელოვნების განვითარებას. აქვამარინი ასევე უნდა ატარონ მეუღლეებმა, რადგან იგი აძლიერებს სიყვარულს, ხელს უწყობს ურთიერთგაგებას, ანეიტრალებს კამათს და ჩხუბს. ამბობენ, რომ მისი შეფერილობა იცვლება მფლობელის ხასიათის მიხედვით.
ტოპაზი
ტოპაზის ქვა საუკეთესოა ნოემბერში დაბადებული ადამიანებისთვის. ეს ქვა ადამიანს გადასცემს სხვებზე ზემოქმედების უნარს. მის მფლობელებს შეუძლიათ გარშემომყოფები თავის ნებას დაუქვემდებარონ და შთააგონონ. ამ ქვას მფლობელისათვის სიმდიდრე მოაქვს.
ფირუზი
ეს ქვა დეკემბერში დაბადებულთათვის საუკეთესო თილისმაა. ის “ბედნიერების ქვას” ნიშნავს. მისი ტარება მფლობელს წარმატებას მოუტანს და სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს. ფირუზს შეყვარებულების ქვასაც ეძახიან. იგი მუდმივი ახალგაზრდობისა სიმბოლოა და სიყვარულშიც ბედნიერების მომტანია.