ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი, იგივე როსტო პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მან სასჯელაღსრულების დაწესებულება ვადაზე ადრე დატოვა.
ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე 2016 წლის 5 მაისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მათ 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით აღიძრა, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
ლევან როსტოშვილს 8 წელი, ლაშა კურტანიძეს ჰქონდათ მისჯილი. 2017 წელს კი საპროცესო შეთანხმება გააფორმა ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულ ტელეწამყვან ლევან როსტოშვილთან და მსახიობ ლაშა კურტანიძესთან, რის შედეგადაც მათ სასჯელები შეუმცირდათ. კერძოდ, ლაშა კურტანიძეს ერთ წლამდე შეუმცირდა, ხოლო ლევან როსტოშვილს სამ წლამდე. ორივე მათგანს 40 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.