ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი ,,ტვიტერზე” გიგი უგულავას დაკავებას ეხმიანება. მისი თქმით, რთულია იმის დაჯერება, რომ მისი დაპატიმრება პოლიტიკურად მოტივირებული არ არის.
გალერის განცხადებით, ეს საფრთხეში აგდებს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით კონსესუსის მიღწევას.
,,საქართველოდან შემაშფოთებელი ამბები მოდის. არჩევნების წინ, ოპოზიციის ლიდერი გიგი უგულავა კვლავ ციხეშია. ჩვენ ვისმენთ ოპოზიციის სხვა ლიდერების წინააღმდეგ აღძრული საქმეების შესახებ. რთული დასაჯერებელია, რომ ეს არ არის პოლიტიკურად მოტივირებული. საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით კონსენსუსი საფრთხის წინაშეა”,- აცხადებს ევროპარლამენტარი.
,ევროპული საქართველოს” ლიდერს უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ოპოზიციამ ეს ფაქტი პოლიტიკურ დევნად შეაფასა და ხელისუფლებასთან დიალოგი შეწყვიტა.
უგულავას დაპატიმრებაზე იმედგაცრუება გამოთქვა აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის საელჩომ, ხელისუფლება გააკრიტიკა სენატორმა ჯიმ რიშიმ, კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა და ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმაც.