უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივას ეხმაურება. ვლადიმირ პუტინის ინიციატივაა, ყველა უკრაინის მოქალაქისთვის გამარტივდეს რუსეთის პასპორტების აღება და აცხადებს, რომ უკრაინის მოქალაქეობას სთავაზობს.
პუტინმა 27 აპრილს განცხადება გააკეთა ბეიჯინგში, რომელიც უკრაინაში მცხოვრებ ყველა ადამიანს ეხება.
ფეისბუქზე საპასუხო პოსტშიკი ზელენსკიმ დაგმო ინიციატივა და დასცინა რუსეთის პრეზიდენტს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ ფიქრობს, მისი თანამემამულეების უმრავლესობა შეთავაზებას დათანხმდეს.
„უკრაინელები თავისუფალი ხალხია, თავისუფალ ქვეყანაში. მე ვთავაზობ უკრაინის მოქალაქეობას ყველა ადამიანს, რომელიც ავტორიტარული და კორუმპირებული რეჟიმის პირობებში იტანჯება, მაგრამ პირველ რიგში, რუს ხალხს, რომლებიც ყველაზე მეტად იტანჯებიან“ — თქვა მან. ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს უკრაინის მოქალაქეობა შესთავაზა.