რუს სამხედროებთან შელაპარაკებისას 55 წლის მამაკაცმა ინსულტი მიიღო რის შემდეგაც გარდაიცვალა

ჯუმბერ გოგოხიამ ინსულტი რუს სამხედროებთან შელაპარაკებისას მიიღო. მან გონება ოკუპანტების საგუშაგოზე დაკარგა. რუსმა სამხედროებმა გალიდან სასწრაფო დახმარების ჯგუფი ამის შემდეგ გამოიძახეს.58 წლის ჯუმბერ გოგოხია უგონო მდგომარეობაში გალის საავადმყოფოში გადაიყვანეს.ექიმის განცხადებით, პაციენტს ყველა საჭირო გამოკვლევა კლინიკაში ჩაუტარდა, თუმცა შესაბამისი მკურნალობის მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი რეანიმაციაში მოთავსების შემდეგ 1 კვირაში გარდაიცვალა.

„პირველად მისულა ის შტაბში იქ რუსებთან, იმათ უთქვამთ, რომ შენ როგორც ასე ექიმთან მიდიხარო და გაგატარებენო, ამის იმედითაა წამოსული აქედან. ალბათ, არ გამოატარეს თორემ, რომ გამოეტარებინათ, მაშინ არ იქნებოდა სავალალო მდგომარეობა, ალბათ, ინერვიულა და მერე წაუყვანიათ გალში,“ – აცხადებს გარდაცვლილის სიძე, გურამ სუფალოღლი.

„მდგომარეობა მძიმე იყო, რის გამოც მოთავსდა კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა, მიუხედავად ამისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა,“ – განაცხადა ექიმმა, ეკა მალანიამ.