რუსეთი არ არის ოკუპანტი – ანსამბლის ხელმძღვანელი, რომელმაც რუსეთის დროშით ბათუმში მსველელობა გამართა

რუსეთი არ არის ოკუპანტი – აცხადებს  ანსამბლის ხელმძღვანელი, რომელმაც ბათუმში რუსული დროშებით ბათუმის ქუჩებში საკუთარ ანსამბლთან ერთად  მსვლელობა გამართა. 

“ჩვენ სპეციალურად რუსეთიდან ჩამოვედით, რომ მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე, რუსეთი არ არის ოკუპანტი, ჩვენ ვმეგობრობთ ყველა მეზობელთან, საქართველოსთანაც და უკრაინასთანაც. კონკურსის შესახებ ინტერნეტით ​შევიტყვეთ და გადავწყვიტეთ ჩამოსვლა. ჩვენ კულტურას წარმოვადგენთ, ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევით,”-აცხადებს ანსამბლის ხელმძღვანელი.