“პუტინი მიყვარს ძალიან, დაგიბრუნებთ ტერიტორიებს დაელაპარაკეთ”-ვაკის პარკათან აქციის პრორუსი მონაწილეების განცხადებით, რუსეთი ოკუპანტი არ არის და საქართველო ევრაზიულ კავშირში უნდა გაერთიანდეს.
“შორეულ ძმას ახლო მეზობელი მირჩევნია, ეს ხალხი ძალით გააოკუპანტეს, რუსეთმა ჩვენ გვითხრა, დაანებეთ ნატოს თავი და ჩავიხუტოთო”-განაცხადა აქციის მონაწილემ, რომელიც საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას ემხრობა.
“პუტინი მიყვარს ძალიან, კაი კაცია და თავის ხალხს უფრთხილდება, რა გინდათ? ჩვენ ქვეყანასთან არაფერი კავშირი არა აქვს, აბა ამერიკას გაეკეთებინა ოკუპაცია? დაგიბრუნებთ დაელაპარაკეთ, იმას რომ უნდოდეს სოხუმი ააღორძინებდა, მაგრამ როცა პრინციპით დაელაპარაკებით ამხელა კაცს ისიც პრინციპით დაგელაპარაკებათ”-განაცხადა “უკვდავი პოლკის” წევრმა აქციის პრორუსმა მონაწილემ.
ვაკის პარკში, ერთმანეთის პარალელური აქციები იმართება. პრორუსულ “უკვდავ პოლკს” ანტისაოკუპაციო მოძრაობები კონტრაქციით დაუპირისპირდნენ და ვაკის პარკში შემოსვლისას შეძახილებით შეხვდნენ.