27 აგვისტოს თბილისსში დაგეგმილი ამხანაგური მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის რაგბის ფედერაცია აცხადებს. მატჩის გაუქმების მიზეზად “საქართველოში რადიკალური პირების გამოსვლას“ ასახელებს, რამაც, მათ თანახმადვე, „შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ქვეყანაში მყოფ ადამიანებს“.
19 ივლისს რუსეთის რაგბის კავშირმა გამოაქვეყნა განცხადება სადაც წერენ რომ შეშფოთებულები არიან იმით რაც საქართველოში, კერძოდ კი თბილისში ხდება.
„სამწუხაროდ, საქართველოში რადიკალური პირების გამოსვლა რიგ შემთხვევებში იწვევს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და შესაძლოა საფრთხე შეექმნათ ამ ქვეყანაში მყოფ ადამიანებს“, — ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის რაგბის ფედერაცია წერს, რომ ბოდიშს უხდიან ორივე გუნდის გულშემატკივრებს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის სპიკერის სავარძლიდან რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ რუსულ ენაზე სხდომის წაყვანას დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. პარლამენტის შენობის მიმდინარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, თუმცა ეს აქციები მშვიდობიანია, რასაც მუდმივად უსვამენ ხაზს აქციის ორგანიზატორები.