ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ჯარები ვენესუელიდან გაიყვანოს.
“რუსეთი უნდა გაეთრიოს”, — ასე უპასუხა რეპორტიორებს ტრამპმა მას შემდეგ რაც ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს ხუან გუაიდოს ცოლს, ფაბიანა როზალესს შეხვდა. რამდენიმე დღისწინ ვენესუელის დედაქალაქთან ახლოს ორი რუსული სამხედრო ხომალდი დაეშვა რომელსაც თან 100 ჯარისკაცი ახლდა. აშშ-ს ხელისუფლების აცხადებს რომ ჯარისკაცებს შორის სპეციალური ძალების წარმომადგენლები და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებიც არიან.
“ვნახოთ. ყველა ვარიანტი ხელმისაწვდომია”- ასე უპასუხა კითხვაზე, ტრამპმა როდესაც ჰკითხეს თუ როგორ აიძულებს ის რუსეთის ძალებს, ვენესუელა დატოვონ.ტრამპმა და ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა როზალესთან შეხვედრისას მხარი დაუჭირეს ხუან გუაიდოს, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.მისი პოზიციით, — რომელსაც აშშ და სხვა მრავალი ქვეყანა იზიარებს (რუსეთის, თურქეთის, ჩინეთის გარდა )— არჩევნები, რომლითაც ნიკოლას მადურომ პრეზიდენტობა შეინარჩუნა, არალეგიტიმური იყო..
“ჩვენ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების ვენესუელაში არასასურველ პროვოკაციას ვთვლით, რუსეთს მოვუწოდებთ რომ შეწყვიტოს მადუროს რეჟიმის ყველანაირი მხარდაჭერა და მხარი დაუჭირონ ხუან გუაიდოს.”- განაცხადა მაიკ პენსმა