რუსეთის დელეგაცია თბილისში, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე ჩავა-კარასინი

რუსეთის დელეგაცია თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახე რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი, გრიგორი კარასინი ადასტურებს.

“რუსული დელეგაცია სხდომაში მონაწილეობას მიიღებს. ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა”-აცხადებს კარასინი.

ამ ეტაპზე უცნობია, ვინ გაემგზავრება თბილისში რუსული  მხარიდან.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისში 14-15 მაისს გაიმართება.

ცნობისთვის, ოკუპირებული ტერიტორების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე არ დაიშვებიან ადამიანები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ, მაგრამ არა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიების გავლით.

“უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან;

ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.

2. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით”.