რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში მდებარე სამხედრო ნაწილში დღეს, აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსული გამოცემა ავრცელებს.
Associated Press-ის თანახმად, ინციდენტის შედეგად 4 ადამიანია დაშავებული. გამოცემის ცნობით, აფეთქება ბაზაზე მდებარე საბრძოლო მასალის საცავში მოხდა. აფეთქების შემდეგ ადგილზე ხანძარი გაჩნდა. 20 კილომეტრის რადიუსში მყოფი მოქალაქეების ევაკუირება მოხდა. რუსული სამხედრო ბაზა ქალაქ აჩინსკიდან 10 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. როგორც აცხადებენ მოქალაქეებს მყისიერი საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა მათ მაინც ურჩიეს, სამხედრო ნაწილიდან მოშორებით დარჩენილიყვნენ.
რუსულ სააგენტო TASS-ს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, რომ იარაღის საწყობში, სადაც ხანძარი გაჩნდა, 40 000 სატანკო ჭურვი ინახება.
{{VIDEO}}