რუსეთის მმართველმა პარტიამ პუტინის წამოყენებულ პრემიერობის კანდიდატ მიხეილ მიშუსტინს მხარი დაუჭირა

რუსეთის მმართველმა პარტიამ „ერთიანი რუსეთი“ ერთხმად დაუჭირა მხარი პრემიერ-მინისტრის პოსტზე პუტინის წამოყენებულ კანდიდატს, მიხეილ მიშუსტინს.

რუსეთის დუმა მის კანდიდატურას კენჭს დღეს უყრის.

53 წლის მიხეილ მიშუსტინი 2010 წლიდან ფედერალურ საგადასახადო სამსახურს ხელმძღვანელობდა. მანამდე ის კომპანია UFG group-ის პრეზიდენტი იყო, რომელიც ერთერთი მსხვილი კომპანიაა რუსეთში აქტივების მართვისა და პირდაპირი ინვესტიციების სფეროში.

გარდა ამისა, მიშუსტინი რუსეთის ჰოკეის ფედერაციის, ასევე ჰოკეის კლუბ ЦСКА-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

შეგახსენებთ, რომ 15 იანვარს რუსეთის მთავრობა მას შემდეგ გადადგა, რაც ვლადიმერ პუტინი კონსტიტუციური ცვლილებების ინიციტივით გამოვიდა.