რუსეთის ქმედებები საქართველოში ადამიანების ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის-Amnesty International

რუსეთის  ქმედებები საქართველოში ადამიანების ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის-ამის შესახებ Amnisty International-ის ანგარიშშია აღნიშნული.
60- გვერდიანი ანგარიშის ძირითადი ნაწილი ეთმობა “ბორდერიზაციის” პროცესის შედეგად ადამიანის უფლებების შელახვას.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ოჯახები მავთულხლართების გამო რისკის ქვეშ არიან, ასევე გახლეჩილები  არიან ერთმანეთისგან სოფლები  და დაშორებული არიან საარსებო წყაროებს, სასოფლო-სამეურნეო მიწებს, ასევე ოჯახის წევრების სასაფლაოებს. 

„რუსეთის ქმედებები საქართველოში ადამიანების ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ ხაზთან ათასობით ადამიანი უკანონოდ დაპატიმრების  რისკის ქვეშ დგას მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ცდილობენ გამყოფი ხაზის გადაკვეთას ნათესავების სანახავად, სასოფლო-სამეურნეო მიწების დასამუშავებლად თუ ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისთვის.  ოჯახები მოწყვეტილი არიან შემოსავლის ძირითად წყაროს “, – ნათქვამია ანგარიშში.

Amnesty International-მა ერთწლიანი კვლევა აწარმოა. კვლევის ფარგლებში 150-ზე მეტი დაზარალებული გამოიკითხა. 2018 წელს ორგანიზაციის წარმომადგენლები თბილისსა და კონფლიქტით დაზარალებულ იმ სოფლებში ჩავიდნენ, რომლებიც  “ბორდერიზაციის” ზონაში მოხვდა.