{{ARTICLEIMAGE}}
რუსეთი აცხადებს, რომ წარმატებით გამოსცადა ახალი ჰიპერზებგერითი რაკეტა “ავანგარდი”. გამოცდას 26 დეკემბერს თავდაცვის სამინისტროს საკონტროლო ოთახიდან თვალს ადევნებდა პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელმაც შემდეგ განაცხადა, რომ ეს იყო “საუკეთესო საჩუქარი ქვეყნისთვის საახალწლოდ”.
რადიო თავისუფლების ცნობით, რაკეტა ურალის მთებიდან გაუშვეს და მან სამიზნეს შორეულ აღმოსავლეთში, კამჩატკაზე, 6000-მდე კილომეტრის მოშორებით, წარმატებით მიაღწია.
“ავანგარდი” ერთ-ერთია იმ რამდენიმე მაღალტექნოლოგიური შეიარაღების სისტემიდან, რომელზეც პუტინმა მარტში, ყოველწლიურ გამოსვლაში ისაუბრა. მაშინ მან თქვა, რომ რუსეთმა ეს იარაღი განავითარა ვაშინგტონის მცდელობის გამო, გაეზარდა ანტისარაკეტო შესაძლებლობები.