“რუსეთმა არ უნდა აღიაროს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება”-რუსი დეპუტატი

რუსეთმა არ უნდა აღიაროს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც რუსეთიდან 2006 წელს მასობრივად დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს მოსკოვმა 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. რია ნოვოსტისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე ალექსეი ჩეპა აცხადებს, რომ რუსეთი არ მონაწილეობს ევროპის საბჭოს საპარლმენტო ასამბლეის სხდომებში. მათ არ აურჩევიათ ადამიანის უფლებათა სასამართლოს ეს მოსამართლეები და შესაბმისად არც მათი გადაწყვეტილებები უნდა აღიარონ. რუსეთის საკონსტიტუციო კანონმდებლობის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი კლიშასი კი აცხდებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსეთისთვის დაკისრებული სანქცია პოლიტიკური გადწყვეტილებაა და სავარუდოდ რუსეთის კონსტიტუციას ეწინაღმდეგება.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. აუცილებელია გავაანალიზოთ, რამდენად არის ეს გადაწყვეტილება რუსეთის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. რუსეთის კანონმდებლობაში გათვალისწინებულია სპეციალური მექანიზმი, რომლის თანახმად, საერთაშორისო სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებები შეიძლება არ აღსრულდეს რუსეთის ტერიტორიაზე. აღვნიშნავ, რომ ჩვენ ეს მექანიზმი რამდენჯერმე გმოვიყენეთ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალური ანალიზის შემდეგ შესაძლებელი იქნება საუბარი რუსეთის პოზიციააზე ყველა გარემოების გათვალისწინებით. აცხადებს ანდრეი კლიშასი.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 13 წლის შემდეგ საქართელოს სარჩელი დააკმაყოფილა და 2006 წელს ქართველების დამამცირებელი დეპორტაციისთვის მოსკოვს 10 მილიონი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ეს თანხა სწორედ იმ 1500 ადამიანის კომპენსაციაა, ვინც რუსეთიდან მასობრივი დეპორტაციის და არა ადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. 10 მილიონი მოსკოვმა საქართველოს 3 თვის ვადაში უნდა ჩაურიცხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველ გადაცილებულ დღეზე ჯარიმა დაეკისრება.