რუსმა სამართალდამცველებმა საფრანგეთს ინტერპოლით ძებნილი საქართველოს მოქალაქე სევდინ ბროიანი გადასცეს.
ბროიანი, ინტერპოლის მიერ საფრანგეთში ჩადენილი დანაშაულის გამო იძებნებოდა, კერძოდ, დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზებისა და ფულადი სახსრების გათეთრების ბრალდებით.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთში, ოპერატიული ღონისძიებების შედეგად უკვე დაკავებულია ბროიანის დაჯგუფების 21 აქტიური მონაწილე.
ამოღებულია იარაღი და დაახლოებით 60 ათასი ევრო, რომელიც კრიმინალურ ჯგუფს ეკუთვნოდა.
ინტერპოლის მოთხოვნის საფუძველზე სევდინ ბროიანი რუსეთში 2018 წლის აპრილში დააკავეს.