უკრაინული მედიის ინფორმაციით რუსეთმა შავი ზღვის მეოთხედი საზღვაო-სანაოსნო გამოყენებისთვის ჩაკეტილ ზონად გამოაცხადა. ამის მიზეზად საზღვაო წვრთნები სახელდება. აკრძალვა 19 აგვისტომდე იქნება ძალაში.
კრემლის გადაწყვეტილების გამო ბლოკადაში მოექცევა ბულგარეთის, უკრაინის, რუმინეთის, საქართველოს საპორტო ქალაქები, რაც შავი ზღვის აკვატორიაში ტვირთების ბრუნვას შეაფერხებს. რუსულ მხარეს ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.