ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს სუვერენტიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო რუსეთს მოუწოდებს უკან გაიყვანოს ჯარები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან, რომელიც საქართველოს რეგიონებია.
“ეს ორივე რეგიონი არის საქართველოს ნაწილი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ჩვენ არასოდეს სხვანაირად არ ვაღიარებთ მათ. პოლიტიკურ დიალოგში რუსეთთან მარტივი არა არის და დიდი პროგრესი არ არის ამ მიმართულებით. ნატო მხარს უჭერს მშვიდობიან მოლაპარაკებებს და კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომელიც არის საქართველოს რეგიონები”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა, საქართველო აფხაზეთის და ცხინვალის რეგინების გარეშე გახდეს ნატო-ს წევრი, ის ასე პასუხობს:
“ნატო-ს წევრებმა ცხადად თქვეს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით საქართველოს ჩვენი სტანდარტების დაკმაყოფილებაში, რეფორმების განხორციელბაში და იმაში, რომ მოემზადოს ალიანსის წევრობისთვის. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ნაწილზე დეტალერუად არ ვისაუბრებ ახლა, თუმცაღა ჩვენ გავაგრძელებთ დახმარებას საქართველოადმი ამ მიმართლებით”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს მის მიერ 2008 წელს აღებული ვალდებულება და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.
“რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას. ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე სურათი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით. ჩვენ ვართ ერთგული ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის. ერთგული ვართ, რომ ეს კონფლიქტი უნდა გადაიჭრას მსოფლიო თანამეგორბობის ჩართულობით. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ დავიწყოთ რეალიზცია იმ სამშვიდობო ინიციატივების, რომლებიც მომზადებულია საქართველსო მთავრობსი მიერ, რომ როგორმე შევაჩეროთ ის ჰუმანიტარული კატასტროფა, რაც ორივე რეგიონში არის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.