რუსეთსა და საქართველოს შორის ყველა მოლაპარაკება ჩაშლის საფრთხის ქვეშ არის-გავრილოვი

რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი “რიანოვოსტისთან”  აცხადებს, რომ დღეს მომხდარი ფაქტის გამო ყველა მოლაპარაკება რუსეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე ჩაშლის საფრთხის ქვეშ არის. 

„დელეგაციის წევრები შევიკრიბებით და განვიხილავთ, რა ფორმით გავაგრძელოთ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო სხდომის მუშაობა“, – აღნიშნა გავრილოვმა.

სერგეი გავრილოვმა ასევე განაცხადა, რომ არასდროს მიუღია მონაწილეობა რაიმე სამხედრო კონფლიქტში და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის აფხაზეთის ომში მონაწილეობდა სიცურეა.