რუსეთში, ტროტილის საამქროში მომხდარი აფეთქებების შედეგად 85 ადამიანი დაშავდა

რუსეთში,ქალაქ ძერჟინსკის ქარხანაში მომხდარი აფეთქებების შედეგად 85 ადამიანი დაშავდა. დაშავებულების უმეტესობა, 46 ადამიანი, ობიექტის სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეა, ხოლო 39 ქარხნის თანამშრომელი.

აფეთქებები ტროტილის საამქროში გუშინ მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. 

ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადაა, მიმდინარეობს ძიება.