რუსი ბაიკერების კოლონა საქართველოში არ შემოუშვეს.
რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი კოლონა “ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტზე გააჩერეს და საქართველოს ტერიტორიაზე არ შეუშვეს.
რუსული მედიის ცნობით, 30 ბაიკერი სალონიკში მიემგზავრებოდა.
შსს აცხადებს, რომ მათ უარი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის “თ” ქვეპუნქტის საფუძველზე ეთქვათ. ამ მუხლის მიხედვით უცხოელს საქართველოში შემოსვლაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ იგი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ.