ახალგორიდან დევნილი ნინია ყოჩიაშვილი სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადებას აკეთებს. მისი თქმით რუსულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება და ახალგორთან ყველა გზის ჩაკეტვა გადაწყვიტა, რუსი ჯარისკაცები დადიან სოფლებში და მოსახლეობას წასვლისკენ მოუწოდებენ წინააღმდეგ შემთხევაში ისინი ვეღარ დატოვებენ სოფლებს.
“ცუდი ამბების მაცნე კი გამოვდივარ, მაგრამ ძალიან ცუდი ამბავი გვაქვს ქვეყანაში
ახალგორში იკეტებოდა ხოლმე გზები რამდენიმე დღით, ერთი კვირით, ახლა მიიღო გადაწყვეტილება რუსულმა მხარემ და სამუდამოდ კეტავენ.დადიან სოფლებში და ხალხს აფრთხილებენ, ვისაც წასვლა გინდათ, წადით, მერე ვეღარწახვალთო.ხალხი პანიკაში და გაურკვევლობაშია, არც დატოვება უნდათ და არც სულ იქ ჩარჩენა.ჩემმა ახლობელმა გადაწყვიტა, რომ იქ დარჩეს და შვილები დაიბარა სანახავად, იქნებ ცოცხალი ვეღარც მნახოთ, მე იქ დავრჩები, თქვენ აქო.სახელმწიფოს შეგრძნება მთლიანად დაკარგული მაქვს. რაღაც სასწაულის მჯერა, სხვა არაფრის.”- წერს ნინია ყოჩიაშვილი სოციალურ ქსელში.