სოფელ შამგონადან რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული გელა როსტობაია გალის წინასწარი დაკავების ზოლატორში იმყოფება.
38 წლის მამაკაცი ოპკუანტებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს.
გატაცებულის მამის თქმით, ისინი მდინარესთან ახლოს ცხოვრობენ და სათევზაოდ არაერთხელ წასულან, მაგრამ გაღმა ნაპირზე არასოდეს გადასულან და შესაბამისად არც ე.წ. საზღვარი გადაუკვეთავთ.
როსტობაიების ოჯახში ვითარების გასარკვევად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.