„თავისი რუსი შემკვეთები ჰიმნის გაჟღერებისთვის, ალბათ, მადლობასაც კი ეტყვიან“,- ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ოპოზიციის პერფორმანსთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ყოველთვის რუსულ საქმეს აკეთებდნენ.
„თავისი რუსი შემკვეთები ჰიმნის გაჟღერებისთვის ალბათ მადლობასაც კი ეტყვიან. ყოველთვის აკეთებდნენ რუსულ საქმეს და მხოლოდ სიტყვით იყვნენ პროდასავლურები. დღეს დაიწყეს სხვადასხვა ნიღაბის მორგება. ეს ყველაფერი ძალიან ხშირად ხდება იმ მთავარი საქმეების გადასაფარად, რასაც საქართველოს პარლამენტი ახორციელებს. დღეს ქვეყნის მთავარი გამოწვევა არის ოკუპაცია. ამ ფონზე კიდევ უფრო მძიმეა ეს ყველაფერი“,- განაცხადა მდინარაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის სიტყვით გამოსვლის დროს ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი სხდომაზე საბჭოთა ჰიმნის თანხლებით შევიდნენ, რასაც უმრავლესობის დეპუტატები ტაშით შეხვდნენ.
ოპოზიციამ არჩილ თალაკვაძეს მოხსენებისას საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩაურთო (ვიდეო)
“ყოველთვის შეექმნებათ დისკომფორტი” – ხოშტარია პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვაზე