გორის რაიონ, სოფელ მეჯვრისხევიდან ოკუპანტებმა კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს. გატაცებული მამაკაცი 30 წლის იოსებ დვალიშვილია რომელიც დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს. მისი ადგილსამყოფელი ჯერ-ჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ რომ გუშინ რუსმა ოკუპანტებმა ახალიუბნიდან 7 მამაკაცი გაიტაცეს.ისინი სოფელთან მდებარე წმინდა გიორგის სალოცავში მოსალოცად იმყოფებოდნენ, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს.