რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში მცხოვრები ამირან მელაძე დააკავეს.
რუსმა სამხედროებმა 80 წლამდე მამაკაცი საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მაშინ დააკავეს, როდესაც ის სატაცურს კრეფდა.
სუს-ის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია უკვე მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.