რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს.ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს. „კურიერის“ ინფორმაციით, გელა როსტობაია ოკუპანტებმა სოფელ შამგონაში თევზაობის დროს დააკავეს. მამაკაცს, სავარაუდოდ, გალში გადაიყვანენ.
გატაცებულს, სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.