საბერძნეთში საქართველოს საკონსულოს ციხის ადმინისტრაციამ დაუდასტურა, რომ ციხეში რუსმა პატიმარმა ქართველი ცემით მოკლა. ინფორმაციას სერესის ციხეში მომხდარი სასტიკი დაპირისპირების შესახებ Protothema.gr ავრცელებს
როგორც ცნობილია დამნაშავემ ჩადენილი დანაშაული აღიარა. მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება.
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთმანეთს რუსი და ქართველი პატიმრები დაუპირისპირდნენ და 43 წლის რუსმა 35 წლის ქართველი ცემით მოკლა. ციხის ხელმძღვანელობის ცნობით, ისინი თანასაკნელები იყვნენ.
საქართველოს მოქალაქე ინციდენტის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს,თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს და მისი გარდაცვალება დაადასტურეს. მათი თქმით, თავისა და კისრის არეში მიღებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. ორივე პატიმარი სასჯელს ყაჩაღობის ბრალდებით იხდიდა, თუმცა, მათ შორის დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.