რუსმა პროდიუსერმა, ეგორ კუროპწევმა, რომელიც საკუთარი ქვეყნიდან იდევნება, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჯანსუღ კახიძის “ჰერიო ბიჭებო” იმღერა. ვიდეოს “ნეტგაზეთი” ავრცელებს. როგორც იგორ კუროპტევმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რუსეთის მოქალაქეებმა ფაქტობრივად არ იციან, რომ “11 წლის წინ რუსეთის ჯარი შემოიჭრა მის “მეგობარ” ქვეყანაში და დაიწყო მისი დაპყრობა”.
“ჩემი გამოსვლა გავრცელდება დასავლეთში ბევრი მედიასაშუელებით და ეს არის მნიშვნელოვანი. რუსეთში, რუსებმა ფაქტობრივად არაფერი იციან ოკუპაციაზე. 11 წლის წინ რუსეთის ჯარი შემოიჭრა მის “მეგობარ” ქვეყანაში და დაიწყო მისი დაპყრობა. უნდა გაიგონ რუსებმა, რომ დღემდე გრძელდება ეს პროცესი, ეს ომი და დღემდე კარგავს საქართველო ტერიტორიებს მცოცავი ოკუპაციიის სახით”, – აღნიშნა იგორ კუროპტევმა.