აფხაზეთში მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზაზე რუსმა სამხედროებმა ტაქტიკური წვრთნები ჩაატარეს. რუსული მედიის ინფორმაციით წვრთნებში ათას ხუთასმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა. “სამხრეთის სამხედრო ოლქის“ ჯარისკაცებმა მთებში და ზღვის სანაპიროზე “პირობითი მოწინააღმდეგის“ ობიექტები გაანადგურეს.
წვრთნები “ცაბალის“ და “ნაგვალოუს“ პოლიგონებზე ჩატარდა. სამხრეთის სამხედრო ოლქის ოფიციალური განცხადებით “აერომობილურმა ჯგფებმა ვერტმფრენებით შეასრულეს დავალებები და მტერი რთულ გეოგრაფიულ პირობებში გაანადგურეს.წვრთნებში 400 ერთეული ტექნიკა მონაწილეობდა, მათ შორის ტანკები Т-72Б3 და სამეთაურო–საშტაბო მანქანები ჯავშანტრანსპორტიორ БТР-80–ის ბაზაზე.“
წვრთნებში მოტომსროლელი ბრიგადა, არტილერისტები და ტანკისტები მონაწილეობდნენ, რომლებიც თავდასხმისა და თავდაცვის ტაქტიკურ მანევრებს ამუშავებნენ.