რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველი გამზირზე  საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.  უკვე მეექვსე დღეა საზოგადოება აქციებს მართავს.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა გიორგი გახარიას გადადგომაა, რომელსაც აქციის მონაწილეების თქმით, რომელსაც “გავრილოვის ღამეზე” პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება.

აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ,  დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და  ყველა იმ პირის დასჯას, რომლებიც 20 ივნისის ღამეს აქციის დარბევაში მონაწილეობდნენ.

საპროტესტო აქციები 20 ივნისიდან მოყოლებული მიმდინარეობს. სახალხო პროტესტი თავდაპირველად, რუსეთის დუმის დეპუტატის პარლამენტში ვიზიტს მოჰყვა. 

20 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი სკამიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს ოპოზიციის გაღიზიანება მოჰყვა, მათ გავრილოვისთვის განკუთვნილი ტრიბუნა დაიკავეს და სხდომა ჩაშალეს.