რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი – სპეცრაზზმა აქციის დაშლა დაიწყო

რუსთაველზე ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. ხალხის დიდმა ნაწილმა დროებით დატოვა ტერიტორია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ე.წ. წიწაკიანი ცრემლსადენი გაზის გაშვების შემდეგ მოქალაქეების ნაწილი შეუძლოდ გახდა.