რუსთაველზე პოლიცია აქტივისტებს აკავებს

პოლიცია რუსთაველზე შეკრებილ აქტივისტებს აკავებს.

დაკავებულია ბექა ბასილაია, ბექა კოკაია, ნოდარ რუხაძე, ზურა მჟავანაძე, გიორგი მუმლაძე, ზუკა ბერძენიშვილი და კიდევ რამდენიმე აქტივისტი. ისინი პოლიციის განყოფილებებში არიან გადაყვანილი. პარლამენტის წინ მოქალაქეების დაკავება გრძელდება.

,,სირცხვილიას” აქტივისტების თქმით, ერთ-ერთი პოლიციელი არის ნასვამ მდგომარეობაში და მის ალკოტესტით გადამოწმებას ითხოვენ.

სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის წინ მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც მერიის დასუფთავების სამსახურმა რუსთაველის გამზირიდან კარვები აიღო და ტერიტორია მორეცხა.

კარვების ადგილზე თბილისის მერია საბავშვო ატრაქციონებს ამონტაჟებს.