„რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელმა გვარამიას წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა

„რუსთავი 2-ის” ერთ-ერთი მეწილე  ნიკა გვარამიას უჩივის. 9%-იანი წილის მფლობელმა ნინო ნიჟარაძემ პროკურატურას არხის გენერალური დირექტორის  წინააღმდეგ საჩივრით ცოტა ხნის წინ მიმართა.
ნინო ნიჟარაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორს  უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედევება.
პროკურატურაში დოკუმენტაცია ნინო  ნიჟარაძის ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა ჩააბარა.
„ჩვენ 2014 წლიდან ვითხოვთ დოკუმენტების გადმოცემას და ვერ მივიღეთ, ხოლო რა დოკუმენტებიც იქნა გამოგზავნილი, იქიდან აშკარად  გამოიკვეთა კომპანიის ხელმძღვანელის მიერ დანაშაულის ჩადენის ნიშნები. საუბარია 220-ე მუხლზე კომპანიის ხელმძღვანელის მიერ საზოგადოების მიმართ საზიანოდ მოქმედება, რასაც თავისთვის და სხვისთვის უპირატესობის გამოყენება და გამორჩენა მოჰყვა, ეს გახლავთ 182-ე მუხლი, რომლეიც გულისხმობს მითვისებას და გაფლანგვას”, – განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.