“გილოცავთ რუსთავი2-ს დეოკუპაციას”-ეს განცხადება საშემოდგომო სესიის გახსნაზე “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ემზარ კვიციანმა გააკეთა.
“მინდა მოგილოცოთ თქვენც და სრულიად საქართველოს რუსთავი 2-ის დეოკუპაცია და დეოკუპაციის დასაწყისი ყოფილიყოს ყველა ოკუპირებული ტერიტორიებისა და საერთოდ ყველა ჩვენი ტერიტორია დაბრუნებულიყოს ჩვენთან”-განაცხადა ემზარ კვიციანმა.
ემზარ კვიციანმა ყურადღება რამდენიმე საკითზე გაამახვილა, მათ შორის დავით გარეჯში შექმნილ ვითარებასა და გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლაზე.
“მაინტერესებს, საერთაშორისო ორგანიზაციები რას ამბობენ, ხმა არ ამოუღიათ საერთოდ, ხო არიან ჩვენი მეგობრები არა? თუ ჩვენი მეგობრები არიან ხმა ხო უნდა ამოიღონ, რომ ჩვენ ტერიტორიას გვართმევენ, ეს უკვე აღარ არიან რუსები”-განაცხადა კვიციანმა.