„გარკვეულ ადამიანებს ხელფასი არ გვეძლევა, ფინანსური კრიზისიაო ამბობენ“, – ამის შესახებ „ნანუკას შოუს“ წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი „აიპრესთან“ საუბრისას აცხადებს. მისი თქმით, მიუხედავად ამ ფაქტისა, ის არხის დატოვებას არ აპირებს. ჟურნალისტის თქმით, ტელეკომპანიის მენეჯმენტმა სამი წამყვანი ჟურნალისტი გამოარჩია, რომლებსაც ხელფასები არ ჩაერიცხათ.
„გარკვეულ ადამიანებს ხელფასი არ გვეძლევა, ფინანსური კრიზისიაო ამბობენ, მაგრამ, 800 კაცს ურიგებენ, 3 კაცი აგვარჩიეს და ჩვენ არ გვირიგებენ. მიუხედავად ამისა, რომც არ ჩამირიცხონ ივნისის და აგვისტოს ხელფასი, მაინც არ წავალ“, – ამბობ ნანუკა ჟორჟოლიანი.
„აიპრესის“ კითხვაზე მის გარდა კიდევ, ვის არ მისცეს ხელფასი, ჟორჟოლიანი პასუხობს, რომ ესენი არიან ნოდარ მელაძე და გიორგი გაბუნია.