„რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახა დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

„რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, ბრალდებულ კახა დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, დამენიას აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

შეგახსენებთ, რომ  კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.