რუსთავი 2 რეესტრმა ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა.
შესაბამისი ცვლილებები უკვე განხორციელებულია და დოკუმენტაცია საჯარო რეესტრის ვებ- გვერდზე უკვე ატვირთულია.
საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის 60% წილის მესაკუთრე ბიზნესმენი ქიბარ ხალვაშია.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ რეესტრში დაჩქარებული წესით არხის დამფუძნებლებისა და მენეჯმენტის შეცვლა დაახლოებით 1 საათის წინ მოითხოვა.