“რუსთავი 2-ს” არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარიემ არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ს ვალების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით გააკეთა.
მისი თქმით, სხვა მედიასაშუალებების მსგავსად,„რუსთავი 2-ს“ 10 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს ბიუჯეტის წინაშე.
„ვის, ვის, მაგრამ „რუსთავი 2“-ს არ უნდა ჰქონდეს ამაზე პრეტენზია. ვინაიდან, ცნობილია, რომ სხვა მედიასაშუალებების მსგავსად, ამ ტელევიზიასაც 10 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს ბიუჯეტის წინაშე. ამისათვის სახელმწიფოს არანაირი მკვეთრი ნაბიჯები, რაც ტელევიზიის საქმიანობას ხელს შეუშლიდა, არ გადაუდგამს. ბუნებრივია, აქამდეც დამზოგველი მიდგომები იყო როგორც სხვა, ასევე ამ ტელევიზიის მიმართ. შესაბამისად, სანამ რესტრუქტურიზაციაზე დაიწყებდეთ საუბარს, ჯერ აუცილებლად უნდა თქვათ, რა დამოკიდებულება ჰქონდა სახელმწიფოს „რუსთავი 2“ -ის ვალებთან დაკავშირებით აქამდე. შეკითხვაზე, მომავალში რა იქნება, პარლამენტი ვერ გაგცემთ პასუხს. ეს არის მთავრობის პრეროგატივა. ნებისმიერ შემთხვევაში, დამოკიდებულება იქნება იგივე, რაც იყო აქამდე,“ –აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.