ტელეკომპანია “რუსთავი2“-ს სტრასბურგის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 3 თვიანი ვადა აქვს.
თუ კომპანიის წარმომადგენლები 3 თვის ვადაში არ წარადგენენ დიდ პალატაში საჩივარს ამ შემთხვევაში პირველი ევროპული სასამარტლოს გადაწყვეტილება 3 თვის შემდეგ ძალაში შევა.
შეგახსენებთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ არ დაადგინა „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა.














