“რუსთავი 2-ის” ჟურნალისტსა და ოპერატორს პარლამენტის ეზო ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

პარლამენტის ეზოს სამართალდამცველები „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტს ატოვებინებენ. ვაჟა სირაძემ მედიის წარმომადგენელს მოუწოდა, რომ გადასულიყო იმ ტერიტორიაზე, რომელიც ჟურნალისტებისთვის არის განკუთვნილი.

სამართალდამცველმა ჟურნალისტს ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინა. სირაძემ მიმართა ჟურნალისტს, რომ ის ჟურნალისტის ეთიკის კოდექსს არღვევს. ოპერატორი პარლამენტიდან გაიყვანეს. ჟურნალისტს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.

„თქვენ გაიტაცეთ ჩემი ოპერატორი, სად არის ჩემი ოპერატორი, სანამ ჩემი ოპერატორი აქ არ შემოვა, არ წავალ, ხელით ნუ მეხებით,“ – მიმართა „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტმა ვაჟა სირაძეს.