“რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ ტელეკომპანიაში აპირებენ გაასაჯაროვონ თანამშრომლების მიერ აღებული ხელფასები.
“სრულიად სერიოზულად, „რუსთავი 2“ – ში პრეზენტაციას აპირებენ წლების განმავლობაში, ვინ რამდენი ხელფასი და ბონუსი აიღო. ჯერ შიგნით მერე საჯაროდ.
პირად ინფორმაციას და კანონს და კონსტიტუციას რომ დაარღვევენ ჯერ შიგნით, მერე საჯაროდ, ერთი საკითხი.
პრეზენტატორ სალიაზე გულისამრევი ისაა, ვინც მაგას უყურებს და დაესწრება და უყურებს. ბარემ საძინებლებში დაესწარით თანამშრომლების სექსს.
და მესამე, ვისზეც ეგაა გათვლილი, მაგის პრეზენტაცია არ სჭირდება – ისედაც ავადაა და დადის და ითვლის სხვების ფულს. ეგ ავადმყოფობა ვისაც აქვს, ისედაც არ მჭირდება ახალ ტვ – ში, თქვენთვის დაიტოვეთ.
ps: ეს სალია ბოლოს „რუსთავი 2“ – ის შენობაზე მიანათებს და ჩვენებას მოაწყობს, რომ მაშანტაჟებდნენ, იმ კადრებით და არ გამოვრიცხავ, ზოგი დაესწროს და უყუროს”, – წერს გვარამია.