რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე ავარიას 2 ადამიანი ესმხვერპლა

ავარია რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე- იაღლუჯის მთის ფერდობთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით,”მერსედესის” მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ბოძს შეეჯახა.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8-ე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.