ტელეკომპანია “რუსთავი 2“ -დან წასული ჟურნალისტების რაოდენობაზე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. სოციალურ ქსელში არხიდან წასული თანამშრომლების შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ლაშა ბერულავა აქვეყნებს.
“გაათავისუფლეს: ნოდარ მელაძე, გიორგი ლაფერაშვილი, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი. ამის გამო პროტესტის ნიშნად ტელევიზიიდან წავიდნენ: წამყვანები: დიკო ჯოჯუა, მიშა სესიაშვილი, პაატა იაკობაშვილი, ქეთი კვაჭანტირაძე, სალომე დადუნაშვილი, ლევან ბუთხუზი, ლევან ღამბაშიძე, დათო ტურაშვილი, ლაშა ბუღაძე, ბაია დვალიშვილი, ქეთი დევდარიანი, ნენე კვინიკაძე. ასევე ჟურნალისტები: თამარ ჭავჭავაძე, ანნა წერეთელი, თენგო გოგოტიშვილი, სოფო ზურაბიანი, ქეთი ქებაძე, თეო გილიგაშვილი, სოფო ხუციშვილი, თამარ ბაღაშვილი, ქეთი ნადიბაიძე, დავით ერაძე, დავით ქაშიაშვილი, სოფო ვარდიაშვილი, თეა ადეიშვილი, ლაშა კვესელაძე, გვანცა სუთიძე, ნათია ტრაპაიძე, ნინო სამყურაშვილი, ეკო მაღრაძე, გიგლა თუმანიშვილი, მაიკო ლომიძე, ეკა გაგუა, ჯეიხუნ მუჰამედალი, მარიამ გაფრინდაშვილი, ნინო გაზდელიანი, რუსუდან ჯაბანიშვილი, თამთა დოლენჯაშვილი, ქეთა ციცქიშვილი, ანუკი ბუავა, ემა გოგოხია, თამარ ჩანტლაძე, ნათია გოგსაძე, თაკო სურგულაძე, მარიკა გოცირიძე, დავით დვალიშვილი, ნინა მაჩაბელი, მარიამ შანშიაშვილი, ჟანა აკოფაშვილი, თამთა ჯიქია, თათია წოწონავა, მაკა ფანქველაშვილი, ნინო ვარძელაშვილი, სოფო ნაცვლიშვილი, ნინო შურღაია, მაკა ანდრონიკაშვილი, ნინო კეკელია, სოფო ხუციშვილი, ნინო დვალიშვილი, ნათია ჟამერაშვილი, ეკა სარია, თამარ მესხი, ნანა სისვაძე, რუსუდან გიორგაძე, გიორგი გვიშიანი, ია გულიაშვილი, ანუკა ელიზბარაშვილი, თეა ვარშალომიძე, ვლადიმერ მენაბდე, ნინო ღვედაშვილი, ქეთი მაისაშვილი, კოტე ურუშაძე, თაკო ნარინდოშვილი“, – წერს ლაშა ბერულავა.
შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს “რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ, ტელეკომპანიიდან ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი და გიორგი გაბუნია გაათავისუფლა. ამ ფაქტის შემდეგ კურიერის“ წამყვანებმა მიშა სესიაშვილმა და დიანა ჟოჯუამ პირდაპირ ეთერში დატოვეს არხი. მათ ასევე შეუერთდნენ “კურიერის“ გუნდი, სხვა გადაცემის ჟურნალისტები და არხის სახეებიც. ტელეკომპანია ასევე დატოვა “რუსთავი 2-ის” ვებ-გვერდის ყველა რედაქტორმა, რის გამოც საიტზე ახალი ამბების გამოქვეყნება 20 აგვისტოს შემდეგ აღარ მიმდინარეობს.